|
სამინისტროში რადიოაქტიური ნარჩნების საცავების უსაფრთხოების შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს
8 სექტემბერი
|
|
გარემოს დაცვის სამინისტროში რადიოაქტიური ნარჩნების საცავების უსაფრთხოების შეფასების მოთხოვნების შემუშავების მიზნით სამუშაო შეხვედრები მიმდინარეობს. ამ სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის და ლიტვის ექსპერტები მონაწილეობენ.
|
|
|
სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ ხანძრების შედეგად მიყენებული ზარალის შესახებ სტატისტიკა საზოგადოებას გააცნო
8 სექტემბერი
|
|
სატყეო სააგენტოს თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა, სადაც ჟურნალისტებსა და საზოგადოებას მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში ტყეებში მომხდარი ხანძრების სტატისტიკა გააცნო.
|
|
|
გოგა ხაჩიძე რადიოაქტიური ნარჩენებისგან გაწმენდის პროცესს დაესწრო
7 სექტემბერი
|
|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, თბილისში ყოფილი არსენალის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, წლების წინ რადიოაქტიური ნივთიერებები იყო დამარხული.
|
|
|
გოგა ხაჩიძემ ბორჯომში PAN-პარკების კონფერენცია ოფიციალურად გახსნა
6 სექტემბერი
|
|
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის PAN-Park-ების ინიციატივით, კონფერენცია “ევროპის ველური ბუნების მენეჯმენტის გაუმჯობესება” იმართება, რომელიც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და PAN-Pარკ-ების მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარემ ლუის ფრანკენჰუისმა ოფიციალურად გახსნეს.
|
|
|
ყვარლის ტყეში ხანძრის ლოკალიზება მიმდინარეობს
6 სექტემბერი
|
|
ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ცეცხლი 50 ჰექტრამდე ტყეს, ყვარლიდან რამოდენიმე კილომეტრში, ვაზოვანის ტერიტორიას უკიდია. ხანძარი დიდი დაქანების ფერდობზეა, რის გამოც სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება გართულებულია.
|
|
|
„იმედი მაქვს, ეს პროექტი არასდროს დასრულდება“
3 სექტემბერი
|
|
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში “საქართველოს დაცული ტერიტორიების შემოსავლების მდგრადობის უზრუნველყოფის” პროექტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელშიც გარემოს დაცვის სამინისტროს, კავკასიის დაცული ტერიტორიების ფონდის (CPAF), გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას
|
|