You need an Adobe Flash Player to access this site.

Download Adobe Flash Plug-In
ტენდერები
„ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის“ პროექტი
დასაწყისი: 31 აგვისტო / ბოლო თარიღი: 7 სექტემბერი
წარმოგიდგენთ, სატყეო სააგენტოს მიერ მომზადებულ ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და აღდგენის პროექტს. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შენიშვნები და მოსაზრებები მოგვაწოდოთ გარემოს დაცვის სამინისტროს სატყეო სააგენტოს მონტორინგის დეპარტამენტში 7 სექტემბრამდე.
ტყითსარგებლობის გეგმების საჯარო განხილვა
დასაწყისი: 31 აგვისტო / ბოლო თარიღი: 1 ოქტომბერი
გარემოს დაცვის სამინისტროში წარმოდგენილია ახმეტის სატყეო უბანში მდებარე ხე-ტყის დამზადების სპეციალური N100067 ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ტყითსარგებლობის გეგმის პროექტი და ჩოხატაურის სატყეო უბანში მდებარე ხე-ტყის დამზადების სპეციალური N100071 ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორიის ტყითსარგებლობის გეგმის პროექტი.
ნადირობის სეზონი 21 აგვისტოს დაიწყება
დასაწყისი: 16 აგვისტო / ბოლო თარიღი: 1 მარტი 2011
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა
დასაწყისი: 5 ივლისი / ბოლო თარიღი: 25 ივლისი
“სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების წესის” შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 22 აპრილის #16 ბრძანების თანახმად წარმოგიდგენთ სამონადირეო მეურნეობების მიერ წარმოდგენილ მართვის გეგმებს.
© 2009 ყველა უფლება დაცულია
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო